რადიო „საქართველოს ხმის“ დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას მეუღლე, მარინა ნიკოლოზაშვილი ტვ „პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ პროკურატურას ამ საქმეზე ერთი თვის განმავლობაში არ აქვს პასუხები და ოჯახი კვლავ ელის გამოძიების პასუხებს:
მარინა ნიკოლოზაშვილი: „ერთი თვე გავიდა უკვე რაც ეს ტრაგედია დაგვატყდა თავს. ამ ერთი თვის განმავლობაში კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა. კიდევ გაჩნდა კიხვები, რაც მინდა დავუსვა მათ. ბევრი შეუსაბამობაა, არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. იმედი მაქვს პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს და დადებს პასუხებს. ერთი თვის განმავლობაში ჯერ კიდევ არ ვიცით გამოძიება რა მხრივ მიდის. ტყუილია სტრასბურგში, რომ თქვა პროკურორმა, თითქოს სრული მასალები გადმოგვეცა. ჩვენ გადმოგვეცა მცირე მასალები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბიძინა კუჭავას თავი არ მოუკლავს და ამაზე გვინდა პასუხის მიღება. არსებობს გარემოებები რომლების გამოც გვაქვს ეს ეჭვი, მაგრამ არ მინდა მოვლენებს გავუსწროთ და ამიტომ ჯერ არ ვამბობ რატომ გვაქვს ეს ეჭვი.
უცნაურია, რომ პოპოვი, ადამიანი რომლის მანქანაშიც მოხდა ეს ამბავი, სულ რაღაც ერთი საათი დაიკითხა მხოლოდ, შემდეგ გაუშვეს. იმედი გვაქვს კვირის ბოლომდე პასუხები გვექნება.“ – აცხადებს მარინა ნიკოლოზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რადიო „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელი ბიძინა კუწავა ცოლ-ქმარ პოპოვების კუთვნილ ავტომობილში იპოვეს, გარდაცვლილი. გამოძიების და პოპოვების ჩვენების მიხედვით, კუჭავამ თავი მოიკლა. ასევე, პროკურო ვახტან ქირიას მკვლელობა უკავშირდება ბიძინა კუჭავას სახელს. გამოძიება მიმდინარეობს.