ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლების 3 შეცდომა: როდის მოდის გიორგი ქადაგიძე პოლიტიკაში?

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გადაცემა “არჩევანში” ხელისუფლების სამი შეცდომა დაასახელა. მისი თქმით, ეს შეცდომებია: სავიზო რეჟიმის დაწესება, მიწის პრივატიზების კანონი და სასამართლოს გადაწყვეტილებები.

„პირველია სავიზო რეგულაციები და მხოლოდ ირანთან  და ჩინეთთან სავიზო რეგულაციების გამკაცრებამ გამოიწვია, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის დანაკლისი. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე მთლიანი ღვინის ექსპორტი იყო 2015 წელს. ეს გადაწყვეტილება ტოლფასია იმის, რომ ვინმე მისულიყო და ყველა ღვინის ბოთლი დაემტვრია, რაც გავიდა ექსპორტზე,“ – აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა ქადაგიძე პოლიტიკაში მოსვლას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა:

„არსებობს ასეთი ცნობილი გამოთქმა, – თუ გინდა რომ ღმერთი გააცინო, საკუთარ გეგმებზე უნდა ესაუბრო. არა მაქვს ამ წუთში გრძელვადიანი გეგმები. შემიძლია, გითხრათ, რას ვაპირებ მოკლე ვადაში. მე მაქვს ვალდებულება რამდენიმე ქვეყანასთან და ვიქნები მიწვეული ლექტორი. პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე გეგმა ამ წუთში არა მაქვს, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, არასდროს თქვა არასდროს,“ – აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

იტვირთბა....