ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ვინმემ ქუჩის აქციებს კომფორტული თბილი ცხოვრება არჩია, ეს იყო ზუსტად ლევან ხაბეიშვილი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

“თუ ვინმე ქუჩის აქციებიდან კაბინეტში შევიდა და თუ ვინმემ ქუჩის აქციებს კომფორტული თბილი ცხოვრება და ოთახში მოწყობილი საგამოძიებო დეპარტამენტი არჩია, ეს იყო ზუსტად ლევან ხაბეიშვილი“ –  განაცხადა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.

ჟორჟოლიანის თქმით, ხაბეიშვილი, რომელსაც ახლა გაახსენდა მიხეილ სააკაშვილზე ზრუნვა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სააკაშვილთან დაკავშირებული პროცესებიდან გვერდზე გადგა და კაბინეტში გადაინაცვლა.

“მაშინ როდესაც ქუჩის აქციები უნდა ყოფილიყო და მაშინ როდესაც ეს თემები აქტუალური უნდა ყოფილიყო, ზუსტად მაშინ არჩია ხაბეიშვილმა კომფორტული გარემო და კაბინეტში რაღაცების გამოძიება და საბუთებში ქექვა, ეს ერთი.

მეორე, მე ხაბეიშვილთან პირადი გამოცდილება მქონია მიშას თემასთან დაკავშირებით და ზუსტად ვიცი რისი გამკეთებელია, რაც მაშინ გააკეთა იმავეს გააკეთებს, ახლა მიშას თემით სპეკულირებენ, რადგანაც იციან, რომ ამ არჩევნებში ერთადერთი გამარჯვების გზა შიდა პარტიულში აქვთ ის, რომ ეს გამარჯვება მიშაზე უნდა გავიდეს იმიტომ, რომ სულ რომ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილი და არა სხვა რომელიმე ლიდერი რომლებიც 2016-ში გამოეყვნენ და 3%-იანები გახდნენ და არც ერთი ლიდერი, რომელიც ახლა მანდ არ არის, პარტიაში ლიდერი ვერ იქნება მიხეილ სააკაშვილის გარეშე ეს დაადასტურა ყველა ფაქტმა და მათ შორის იმ ფაქტმაც, როდესაც ნიკა მელია მყარი და მკაფიო არ იყო საკუთარ პოზიციებში მიშასთან დაკავშირებით და თავისი ბავშვური ეჭვიანობა უფრო პრიორიტეტული გახადა, მაშინვე უთხრა საკუთარმა ამომრჩეველმა ის რაც უთხრა, მაგრამ…“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა “cnews”-სთან საუბრისას.

იტვირთბა....