ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა ექსპრეზიდენტს ძვლის ტუბერკულოზი დაუდგინდეს.
“ზუსტი მიზეზი ვერ დაადგინეს რესპუბლიკურ საავადმყოფოშ, ამიტომ, როდესაც დააბრუნეს „ვივა-მედში“, კიდევ დამატებით ჩაუტარდა ტომოგრაფია, სახსრის ტომოგრაფია, იმიტომ, რომ ეჭვია ძვლის ტუბერკულოზზე, რაც კატასტროფის ტოლფასია. მივმართავთ, რა თქმა უნდა, სასამართლოს, რაც შეიძლება მალე, რომ მოვითხოვოთ სასჯელის გადავადება ან თუ ისეთი დიაგნოზები აღენიშნა, შეიძლება საერთოდ მოვითხოვოთ პირდაპირ გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ეს ჯერ დამოკიდებულია ექსპერტების დასკვნაზე”, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა “ტვ პირველთან” საუბრისას.