ძველი თბილისის ტურისტული და კულტურული ცენტრი აბანოთუბანი შესაძლოა დაიხუროს. ამ თემაზე ერთობლივი პრესკონფერენცია ტერიტორიაზე განთავსებული 6 აბანოს ხელმძრვანელებმა გამართეს. მიზეზი წყალზე დაწესებული ტარიფის გაძვირებაა.
მათი თქმით, 2015 წლიდან “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ დაწესებული გადასახადი არაგონივრულია, რომლის გადახდასაც ისინი ვერ ახერხებენ. ამის გამო მათ დავალინებაც დაუგროვდათ, წყლის კომპანიამ კი სასამართლოს მიმართა.
აბანოების მეპატროენეები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და პრობლემის მოგვარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აბანოების დახურვას გეგმავენ.
„მათ აქვთ საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ არ იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა ბიზნესთან შედარებით. რაც შეეხება ადრე არსებულ გადასახადს, რასაც გოგირდის აბანოები იხდიდნენ, ეს იყო ზეპირად, რაღაც გაურკვეველი შეთანხმების საფუძველზე გადასახადი, რომელსაც კომპანია დღეისათვის არ იზიარებს და ტარიფის დარიცხვა აბანოებზე ხორციელდება ისე, როგორც – სხვა კომპანიებს“. – განაცხადეს “ჯორჯიან უოთარ ენდ ფაუერში”.