საქართველოს მთავრობის ცნობით, 10-დან 1 მასწავლებელს აქვს ჩაბარებული პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდა.
დოკუმენტში ვკითხულობთ:
“სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, რათა განსაზღვრონ და შეაფასონ თავიანთი ინდივიდუალური საჭიროებები სკოლის მართვის, ასევე პედაგოგიური და დარგობრივი კომპეტენციების გაუმჯობესების მიმართულებით.
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულ მასწავლებელთა უმრავლესობა არ ფლობს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებისა და შეფასების მეთოდებთან დაკავშირებულ შესაბამის კომპეტენციებს, რადგან ათიდან მხოლოდ ერთ მასწავლებელს აქვს ჩაბარებული პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდა მინიმალური გამსვლელი ქულით“, – ნათქვამია მთავრობის დოკუმენტში.
წყარო: Etaloni.ge