თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბინადრები იქაურობის დატოვებას აპროტესტებენ – დღეს იქ 19 მოხუცია დაჩენილი, რომელთა გადაყვანა მცირე საოჯახო ტიპის მოხუცთა სალხებში წლის ბოლომდე იგეგმება. მოხუცების ნაწილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ თავიანთი ოთახების დატოვებას სიკვდილი ურჩევნიათ – ამ პანსიონატში ისინი უკვე 15-20-25 წელია ცხოვრობენ
“ნუ გაგვაგდებთ, გვაცადეთ აქ სიკვდილი“ – ითხოვენ მოხუცები.