საბერძნეთში პედოფილიის ბრალდებით დაკავებული 73 წლის ქართველი მამაკაცის ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს.
დაკავებული დილარ კუპატაძის შვილი აცხადებს, რომ მამასთან კონტაქტი ბოლოს ერთი კვირის წინ გქონდა, მომხდართან დაკავშირებით კი არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.
გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება უჭირთ. ისინი დაკავებულს დადებითად ახასიათებენ.
“1990-იანი წლების შემდეგ წასულია საბერძნეთში. თავისთვის დაბაჩუნობდა, წყნარი, პატიოსანი კაცი იყო, პირველად მესმის ეს ამბავი, თან ამ ასაკში? რა იარაღი, დანაც არ ჩაუდია ჯიბეში, დადიოდა, წვალობდა თავისთვის. ეს გასაოგნებელი ამბავია, რაც გავიგე”, – აცხადებს დაკავებულის შვილი.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებული საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც საბერძნეთის პროკურატურის ინფორმაციით, ის არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე დაზარალებულია.
წყარო :infoimereti.ge