ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რატომ არ უგზავნის ისრაელი უკრაინას სამხედრო დახმარებას?

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა უკრაინასთან მიმართებით ისრაელის პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ისრაელს არ აქვს უკრაინაში ექსპორტისთვის საკმარისი შეიარაღება.

“ჩვენი პროდუქციის მასშტაბი ექსპორტისთვის საჭირო რაოდენობაზე დაბალია. არ გვაქვს [უკრაინის საჭიროებების] შესაბამის წარმოების ბაზა. პოლიტიკის ცვლილება რომც გადაწყდეს, ჩვენი მხრიდან შეუძლებელი იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემების დაცარიელება. ეს საუბარი ფუჭია”. – განაცხადა განცმა.

ამასთან, განცი აღნიშნავს, რომ ისრაელი გადახედავს საკუთარ პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით.

“ვამოწმებთ რა შეიძლება გაკეთდეს და გაფართოვდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის უკან NATO დგას”. – განაცხადა განცმა.

შეგახსენებს, რუსეთთან ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინა ისრაელს სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, განსაკუთრებით რკინის გუმბათს, სთხოვდა.

იტვირთბა....