საზოგადოება

სპეციალისტები გვირჩევენ: როგორ გავხდეთ წყლის საშუალებით

როგორ შეიძლება წყლის დახმარებით წონის კორექცია? სპეციალისტები გვირჩევენ:

შეავსეთ წლით დიდი ჭიქები, სასურველია მათ ლიმნის წვენი დაუმატოთ. ციტრუსი წყალს უფრო არომატულს ხდის, ამავდროულად დამატებით ვიტამინებს იღებთ. დაალაგეთ წყლით სავსე ჭიქები ყველგან, სადაც დღის განმავლობაში მოძრაობა გიწევთ (სამსახურში-ოთახში, სახლში-ოთახებში და  ა.შ.) ჭამის წინ აუცილებელია ერთი ჭიქა წყლის მიღება, ხოლო ორი ჭიქის დალევა-სასურველია. ამის შემდეგ დანაყრების შეგრძნება უფრო ადრე გაგიჩნდებათ. თუ შიმშილის გრძნობამ ღამე, ძილის წინ შემოგიტიათ, ერთი ჭიქა წყალი მიიღეთ. ასე განაგრძეთ მანამ, სანამ საკვების მიღების სურვილი არ გაგიქრებათ.

„იმედი“

იტვირთბა....