ხარკოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს ხარკოვში ნაღმი აფეთქდა. შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა.
“სამწუხაროდ, დღის განმავლობაში დაიღუპა 21 და 51 წლის საგზაო სამსახურის ორი თანამშრომელი. დაშავდა კიდევ ორი მამაკაცი 55 და 34 წლის ასაკის. ჩუჰუივის რაიონში მუშაობისას სპეცტექნიკამ ნაღმი გააქტიურა”, – განაცხადა სინეგუბოვმა.