ახალი ამბები მთავარი სამართალი

გამოძიების კრახი და არასრულწლოვანზე შეწმენდილი ხელები – მოზარდი, რომელიც ბრალის დამტკიცების გარეშე ციხეში გაუშვეს, თავისუფალია

რვა თვის წინ პროკურატურის მიერ თანაკლასელის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილმა მერვე კლასის მოსწავლემ საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა. ბრალდების მხარემ მას დანაშაული ვერ დაუმტკიცა. რვა თვის წინაც გამოძიებას არასაკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა, თუმცა მაშინ სასამართლომ არასრულწლოვანი ციხეში მაინც გაუშვა.

მოზარდმა საპატიმრო 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. როგორც ის ტვ პირველთან საუბრისას აცხადებს, დაპირისპირებაში, რომელიც დაჭრით დასრულდა, 23 არასრულწლოვანი მონაწილეობდა:

“მე ჩემს მეგობარს ვიცავდი, რომ არ მოეგუდათ, ან სიციცხლისთვის საშიში ზიანი არ მიეყენებინათ. ცივი იარაღის გამოყენება მე არ დამინახავს. არც ვიცოდი, რომ ვინმე ცივი იარღის გამოყენებას აპირებდა. მე დღემდე არ ვიცი მიზეზი, რატომ დამაკავეს. ვცდილობდი, ჩემი სიმართლე სასამართლოში დამემტკიცებინა, ვიმეორებდი, რომ უდანაშაულო ვიყავი. ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა კიდეც” – აცხადებს მოზარდი.

იტვირთბა....