ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ იქნება ნიკა მელიას შემცვლელი “ნაციონალურ მოძრაობაში” – აბუნტებული თანაპარტიელები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ დღევანდელი ხმაურიანი ბრიფინგის შემდეგ “ტვ პირველთან” საუბრისას პარტიის აბუნტებული წევრების გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით,ისინი სააკაშვილის გუნდის წევრები არიან და მათთვის მნიშვნელოვანია, სააკაშვილი გაათავისუფლონ და მესამე პრეზიდენტს სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება მიეცეს.

წამყვანის კითხვაზე თუ ვის ხედავენ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის შემცვლელად, ნადირაძემ უპასუხა, რომ პარტიაში ბევრი ღირსეული კანდიდატია და იმედი გამოთქვა,რომ თავმჯდომარის არჩევნებში ბევრი მათგანი მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალრი მოძრაობის” რამდენიმე წევრმა დღეს დილით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადადგომის აუცილებლობაზე ისაუბრა და არჩევნების გზით ახალი ლიდერის დანიშვნის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

იტვირთბა....