ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცოტა უცნაური და დასანანია, “ნაციონალურ მოძრაობაში” მთავარი საფიქრალი სხვა საკითხი იყო – მინაშვილი თანაპარტიელების აბუნტებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა წევრმა, აკაკი მინაშვილმა ენმ-ის უახლეს შიდაპარტიულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის ახალი არჩევნების ჩატარება თავად ნიკა მელიას ინიციატივა იყო, ოღონდ მას შემდეგ, რაც გადაწყდებოდა მიხეილ სააკაშვილის საკითხი. მანამდე კი ამ თემაზე საუბარი, მინაშვილის აზრით, უცნაური და დასანანია.

„ „ნაციონალური მოძრაობის” შიგნით რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელოს საქმიანობა პარტიამ და მთავარი საკითხი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან თქვენ იცით, რომ უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა იქნება. პირველადი მონაცემებით, ეს უმძიმესი დასკვნა იქნება, შემდგომ იქნება შუამდგომლობა და იქნება სასამართლო გადაწყვეტილება. ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავარი საფიქრალი ეს იყო, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ამასთან დაკავშირებით. ამაზე იყო მთელი პარტია ორიენტირებული.

ამავე დროს, ამავე შეხვედრაზე, ძალიან მკაფიოდ იყო დაფიქსირებული, რომ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნებოდა და კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული, “ნაციონალურ მოძრაობაში” უნდა ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები – თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსი, სამდივნოსი და ეს პირველ რიგში, ნიკა მელიას ინიციატივა იყო. ნიკა მელია ამ შეხვედრებზე ძალიან საჯაროდ საუბრობდა და არა მარტო შეხვედრებზე, გადაცემებში, ტელევიზიებშიც საჯაროდ ნათქვამი აქვს, რომ დიახ, არჩევნები აუცილებელია, ოღონდ გააჩნია პერიოდს“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

იტვირთბა....