ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამწუხაროა, რომ ეს ფორმა აირჩიეს – წითლიძე მელიასთან დაპირისპირებული თანაგუნდელების ბრიფინგზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ არ იცოდნენ მელიასთან დაპირისპირებული თანაპარტიელების ბრიფინგის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ფორმით პარტიის შიდა საქმეებზე საუბარი მიუღებელია.

“არ ვიცოდით ნამდვილად და ასეთ ფორმას, საჯაროდ გამოხატვის პარტიის შიდა საქმეებზე, ნამდვილად ვერ დავეთანხმები და ვთვლი, რომ ეს არის არასწორი მაშინ, როდესაც პარტიაში დისკუსია არჩევნებთან დაკავშირებით იყო გახსნილი და ჩვენ რამდენიმე თვეა ამაზე ვმსჯელობთ. დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო შეხვედრა. შესაბამისად, რა არგუმენტი აქვთ ამასთან დაკავშირებით (არ ვიცი), მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს ფორმა აირჩიეს. თუმცა ეს იქნება პროცესი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ნაციონალურ მოძრაობას და გამოიყვანს გამარჯვებულს”, – თქვა წითლიძემ.

იტვირთბა....