ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დასავლეთი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებს” – სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოს “მეორე ფრონტის” გახსნისკენ უბიძგებს. სერგეი შამბას თქმით, აუცილებელია რუსეთის ფედერაციისადმი ერთგულების დემონსტრირება და აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერება.

“რეგიონში სიტუაციის გამწვავების საშიშროება არსებობს, რადგან დასავლეთი საქართველოს უბიძგებს აფხაზეთში “მეორე ფრონტის” გახსნისკენ. დღეს ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ალიანსი რუსეთთან, რომელიც იცავს ჩვენს ინტერესებს” აცხადებს შამბა.შამბას გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბაც თვლის, რომ დასავლეთი საქართველოს “ომში ჩათრევას” ცდილობს.

იტვირთბა....