ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შიდა არჩევნები აუცილებლად იქნება – ბაჩო დოლიძე მელიას გადადგომის მოთხოვნაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე ამავე პარტიის თავჯდომარის, ნიკა მელიას გადადგომისა და პარტიაში თავჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობის დღეს გაჟღერებულ მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა პარტიის მთავარი ფოკუსი მიხეილ სააკაშვილისა და მისი ჯანმრთელობისკენ არის მიმართული, ხოლო შიდაპარტიული თანამდებობების საკითხი პარტიის შიგნით უნდა გადაწყდეს.

„ფოკუსი ჩვენი დღეს არის მიხეილ სააკაშვილთან არსებული მდგომარეობა, იცით, რომ უნდა ჩაინიშნოს სასამართლო, სადაც იქნება მსჯელობა მის გადაყვანასთან დაკავშირებით, ამ დროს პარტიის თავმჯდომარის პოსტსა და სხვა პარტიულ თანამდებობებზე ლაპარაკი, არ ვიცი, ყველას გადასაწყვეტია – ვინ რა დროს ირჩევს ამ ყველაფრის, თუმცაღა არჩევნები აუცილებლად იქნება, შიდა. აუცილებლად იქნება. შესაბამისად, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება პარტიაში საუბარი. ისიც არის ცოტა გასაკვირი, რომ მსგავსი ტიპის პოზიციები და მოწოდებები პირველ რიგში  ჯერ უნდა ყოფილიყო პარტიაში შიგნით და მერე გასულიყო საჯაროდ” .

აღნიშნა ბაჩო დოლიძემ. 

იტვირთბა....