ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“12 რეკომენდაციის შესასრულებლად ყველა პარტიამ ერთად უნდა იმუშაოს” – ბრიტანეთის ელჩი

საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს ერთად და შეასრულოს 12 რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა.მისი თქმით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

“გაერთიანებული სამეფო აღარ არის ევროკავშირის წევრი, ამიტომ ჩვენ პირდაპირ არ ვართ ჩართული ამ 12 რეკომენდაციაში. თუმცა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და რა თქმა უნდა ნატოში. ამას ძალიან მყარი დემოკრატიული საფუძველი აქვს, რადგან ქართველ ხალხს სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება და გარდა ამისა, ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტიაც გამოთქვამს ამ სურვილს. ამიტომ, ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმუშაოს ერთად და შეასრულოს ეს 12 რეკომენდაცია”, – თქვა მარკ კლეიტონმა.ცნობისთვის, გუშინ 8 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის შესწორებული ვერსია.

იტვირთბა....