9 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები – ორმაგი ოქრო, 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამარჯვებული ღვინოებია:
ორმაგი ოქრო – “საფერავი რეზერვი. 2005” კომპანია “კახური”;
ოქრო – “საფერავი. 2008“, კომპანია “კახური”;
ოქრო – “საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013”, კომპანია “ლუკასი“;
ოქრო – “მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013“, კომპანია “თელავის ღვინის მარანი“;
ოქრო – “მარანი. რეზერვი. 2007“ კომპანია “თელავის ღვინის მარანი”;
ვერცხლი – “მუკუზანი იბერიული. 2013”, კომპანია “შუმი”;
ვერცხლი – “ნაფარეული. 2013“, კომპანია “შუმი”;
ვერცხლი – “სატრაპეზო საფერავი. 2012”, კომპანია “თელავის ღვინის მარანი”;
ვერცხლი – “საფერავი ქვევრის. 2011”, კორპორაცია “ქინძმარაული”.
“საკურას” საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
“საკურას“ კონკურსში “ორმაგი ოქროს” ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2016 წლის 8 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს – ბრილიანტის (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.