aviabiletebi
ბლოგები

ზომბი აპოკალიფსი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რას ვიზამდი ზომბი-აპოკალიფსის დროს? ძალიან ბევრ პოპკორნს და ემენდემს მოვიმარაგებდი და ბოლოს და ბოლოს Game of Thrones-ის ყურებას დავიწყებდი, ან ვაბშე, დერილის არ იყოს, ”საუზ პარკის” ყველა სერიას ხელახლა ვუყურებდი. როცა ამ ყველაფერს მოვათავებდი, ქვემოთ ჩავიდოდი, ერთი-ორ ”მოსიარულეს” მაჩეტეთი თავის ქალას შუაზე გავუპობდი*, ისევ ზემოთ ავირბენდი და ისევ რამეს ვუყურებდი. მოკლედ, სრულიად ინდიფერენტულად შევხვდებოდი მეგობრებისა თუ ნათესავებისტვინმოყვარულ  მონსტრებად გადაქცევას.

არაა, გატყუებთ! რა დროს სერიალებია? ავდგებოდი, მაღაზიებს დავირბენდი, ავტომატებით, რევოლვერებითა და ბასრი საგნებით პიკაპს გავტენიდი და მოგზაურობას დავიწყებდი.

ზომბი-აპოკალიფსს ბევრი პლიუსი აქვს:

  1. ხალხი ტვინს აღარ [censored], ეგრევე ჭამაზე გადადის.
  2. ყველაფერი უფასოა.
  3. ყოველ ახალ დღეს, გაღვიძებისას ხვდები რომ სამსახურში (სკოლაში, უნივერსიტეტში, სტრიპ–კლუბის ღამის სმენაში) წასასვლელი არ ხარ.

დიდი სიამოვნებით წარმოვიდგენ, როგორები იქნებოდნენ ზომბი-სელებრითები. სისხლში ამოსვრილი, თვალებგადმოკარკლული ლეო (დიკაპრიო) ფორესტ უიტაკერს, ჯეიმი ფოქსს და  ტომი ლი ჯოუნსს მადიანად შეექცევა…

მოკლედ, კაი იქნებოდა ერთი გემრიელი ზომბი-აპოკალიფსი.

ხო, რაც შეეხება The Walking Dead–ს. არ ვიცი სხვებისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ეს ერთ–ერთი საუკეთესო სერიალია, რაც ბოლო წლების განმავლობაში ტელე-ჰორორის ბაზარზე დადებულა.

მეოცე საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, ადამიანს იმდენი რამ აქვს ნანახი თუ განცდილი თუ მოსმენილი თუ წაკითხული (ასაკს ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს!), რომ მართლაც რთულია მისი არა თუ შეშინება, არამედ გაკვირვებაც კი. ასე რომ, შემართება ”ეგ მე რას შემაშინებს?!” სათვალავში ჩასაგდები არაა, რადგან, ნებსით თუ უნებლიეთ, ზოგადად ზომბი–სთორი არ არის ძლიერ საშიში და ძირითადად ფსონს მაინც მოულოდნელობის ეფექტზე, სასპენსზე და ”ხმაურიან შემოსვლებზე” აკეთებს. საჭიროა გარკვეული მოთხოვნები წავუყენოთ მსგავს სერიალს:

  1. აუცილებლად უნდა იყოს დინამიკური.
  2. ნელ-ნელა აუცილებლად უნდა კვდებოდნენ მთავარი გმირები (განსაკუთრებით ისინი, ყველაზე მეტად რომ შეგიყვარდება).
  3. აუცილებლად უნდა იყოს ბრუტალური და gory.
  4. აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაგრესი საუნდტრეკები.

The Walking Dead ოთხივეს აკმაყოფილებს. შეიძლება პირველ პუნქტთან დაკავშირებით თქვან: ”სად ხედავ ერთი დინამიკურობას? ციხის შენობას ძლივს გაცდნენ, დავიტანჯე ეს ბოლო სეზონები”. მართალია, ბოლო სეზონებში ლოკალურ ექშენზე იყვნენ გადართულები, მაგრამ სამაგიეროდ გაზარდეს სასპენსის ხარისხი და მესამე პუნქტი არაჩვეულებრივად წარმოაჩინეს. პრინციპში, კარგიცაა რაღაც პერიოდი ერთ ადგილას ყოფნა. იკვეთება პერსონაჟების ხასიათები, მიდრეკილებები. ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაც უფრო ნათლად ჩანს და შენც თვალყურს ადევნებ ამ დამოკიდებულების ცვალებადობას და ფიქრობ, ვინ ვის  გადაეკიდება და აითვალწუნებს.

The Walking Dead–ის მთავარი პლიუსი კი ალბათ ხარისხია. ეს არის, ფაქტობრივად ზე-ხარისხიანი ტელე–ჰორორი. ყოველი სერიის ბოლოს წარმოგიდგება როგორ სხედან ერთ ოთახში მრგვალი მაგიდის ირგვლივ დარაბონტი, ადლარდი, კირკმანი, მური და თითოეულ სცენასა თუ მომენტს დეტალურად, მანიაკალური სკრუპულოზურობით განიხილავენ, თითოეულ ნიუანსს ითვალისწინებენ.  The Walking Dead მგონი ერთადერთი სერიალია, სადაც არცერთი ზედმეტი სიტყვა არაა ნათქვამი. ყველაფერი თავის ადგილზეა. ყველაფერი გათვლილია. თითქოს სერიალზე მომუშავე ჯგუფისთვის იმპროვიზაცია უცხო ხილია და მკაცრად განსაზღვრული სცენარის მიხედვით ხელმძღვანელობენ. როგორია? – ზომბი-ჰორორი იმპროვიზაციის გარეშე.

შესანიშნავია. გადასარევი.

აუგად ვერც სამსახიობო ჯგუფს მოიხსენიებ – ეპიზოდური როლების შემსრულებლებიც ისევე კარგად თამაშობენ, როგორც მთავარი გმირები, თუმცა ხდება, ენდრიუ ლინკოლნი და ნორმან რიდუსი, ოდნავ [censored] ხოლმე. მაგრამ, აბა ვის არ [censored]?

საუნდტრეკების მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასევე ყველაფერი წესრიგშია. აიღებენ ხოლმე და დრამატულ მომენტებში ისეთებს გაუშვებენ, გინდა არ გინდა, ღაწვს ცრემლი დაგისერავს.

იხ., მაგ: http://www.youtube.com/watch?v=4W-t98s0aok

The Walking Dead არის თავის ჟანრში თითქმის სრულყოფილი სერიალი და უთუოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს.

ბიძია ფრენკს ლოყაზე კოცნა ჩემგან.

 

* სტატიის წერისას არცერთი ზომბი არ დაზარალებულა

 

ლაშა მილორავა

 

იტვირთბა....