ქართულ ბაზარზე იანვრიდან ახალი ენერგეტიკული სასმელი „კანაბისი“ გამოჩნდა. პროდუქტი მწარმოებელი ქვეყანა ჰოლანდიაა, ენერგეტიკული სასმელი კი კანაფის თესლის ექსტრაქტზე მზადდება. მისი შეძენა თითქმის ყველგან შეგიძლიათ, ფასი კი 2.50-დან 2.90 ლარამდე მერყეობს.
დისტრიბუტორი კომპანიის წარმომადგენლის ზაზა როსტიაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია დოზირების შესახებ, თუმცა სასმელმა საბაჟოზე შემოწმება გაიარა, რაც ნიშნავს, რომ „კანაბისი“ დასაშვებ ნორმებს აკმაყოფილებს.
ცნობისთვის, ენერგეტიკული სასმელი „კანაბისი“ მაღალი ხარისხის ენერგეტიკული სასმლის ინგრედიენტებს შეიცავს. მის უნიკალურობას ქმნის ტკბილი არომატი, რასაც სასმელს კანაფის თესლის ექსტრაქტი აძლევს. „კანაბისი“ ასევე შეიცავს კოფეინს, გოგირდის შემცველ ამინომჟავას და ბე ჯგუფის ვიტამინებს.
Rest.ge