ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გამოცდილი უცხოელი ბანკირი კვირიკაშვილს იპოთეკარების პრობლემის გადაჭრის ხერხს სთავაზობს

ოლიგარქი და ქართულ პოლიტიკაში თავის დამკვიდრების მსურველი, ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, ქართული ბანკების პრობლემებთან დაკავშირებით მიმართავს:

 

„ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო!
პოლიტიკური მოძრაობის ”ბედნიერი საქართველოსთვის” რეგისტრაციის შემდგომ, მე, როგორც პარტიის ლიდერი, ამიერიდან საჯაროდ მოგმართავთ ქართულ საზოგადოებაში დაგროვილ მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც შეგიძლიათ თქვენ, როგორც ძალაუფლების მქონე პირს ერთპიროვნულად, ან კანონმდებლობის დონეზე.
პირველი საკითხი, რომლის წამოწევაც მინდა, არის საქართველოს მოსახლეობის უსინდისო გამოსახლება მათი საცხოვრებლებიდან გადაუხდელი კრედიტების გამო! უკვე ათასობით ადამიანმა მომმართა სოციალური ქსელის მეშვეობით, რომლებმაც შეავსეს უსახლკარო მოსახლეობის ისედაც უზარმაზარი ”ჯარი”! მათ ყოველდღიურად ყრიან ქუჩაში ბავშვებთან და მოხუც მშობლებთან ერთად. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
ცივილიზებულ ქვეყნებში ეს საკითხი შემდეგნაირად წყდება: ბანკებს ეკრძალებათ კრედიტების გაცემა ერთადერთი საცხოვრებლის უზრუნველყოფით და ეკრძალებათ მოქალაქეების ქუჩაში გაყრა.
მე გახლდით ბანკირი და უმსხვილესი ბანკის მესაკუთრე უკრაინაში. ეს ბანკი ათობით და ასობით კრედიტს უძრავი ქონების უზრუნველყოფით გასცემდა, მაგრამ მე არც ერთხელ არ დამიშვია კრედიტორის ქუჩაში გაგდება. ბანკში მოქმედებდა მკაცრი აკრძალვა ამ საკითხთან დაკავშირებით და მიუხედავად ამისა, ბანკმა შესანიშნავი ფინანსური შედეგები აჩვენა, რამაც საშუალება მომცა, 2008 წელს ის ევროპაში უმსხვილესი საფინანსო ჯგუფისთვის ”ინტეზა-სანპაულოსთვის” 750 000 000 ამერიკულ დოლარად მიმეყიდა!
ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეების ქუჩაში გაყრის აკრძალვა ვერ დაანგრევს საქართველოს საბანკო სისტემას, მაგრამ ქვეყანაში უმთავრეს სოციალურ პრობლემას გადაჭრის! ამას არ ვამბობ, როგორც წარსულში ბანკირი, არამედ ამას გეუბნებით, როგორც უკრაინაში უმსხვილესი საბანკო კავშირის პრეზიდენტი!
ყურადღებით ვაკვირდები თქვენს პირველ ნაბიჯებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ბატონო გიორგი და ვხედავ თქვენს გულწრფელ სწრაფვას, უკეთესობისკენ შეცვალოთ სიტუაცია საქართველოში. ამიტომ იმედი მაქვს, მივიღებ დადებით პასუხს ჩემს ინიციატივაზე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ!” – ასე ამთავრებს თავის წერილს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

იტვირთბა....