ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველი ნოემბერს დატრიალებული საზარელი ტრაგედია – ავტოსაგზაო შემთხვევამ ოჯახის 4 წევრი იმსხვერპლა

ავტოკატასტროფაში  ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. შემთხვევა საქართველოში 8 წლის წინ მოხდა.

3 წლის ანასტასია ტყეშელაშვილი, მისი დედა 27 წლის ეკა ღლონტი, მამა – 28 წლის გიორგი ტყეშელაშვილი და გიორგის მამა 52 წლის ავთო ტყეშელაშვილი.

იმ საბედისწერო ღამეს 6 სულიანი ოჯახი საკუთარი ავტომობილით ოზურგეთიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.

საზარელი ავარია  ხაშურის რაიონის სოფელ აგარებთან მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. პატარა ანასტასია, მისი მამა და ბაბუა ადგილზე დაიღუპნენ. ხოლო დედა – ეკა ღლონტი კლინიკაში გარდაიცვალა.

„უკვე მერვედ ვწერ ამ სიტყვებს…

სხვა რაღა დაგვრჩენია…თითებზე წლების გადათვლის, მოგონებების, ტკივილის მეტი…მხოლოდ ციფრი იცვლება, წლების აღმნიშვნელი….

პირველი ნოემბერი…ღამის ზარი კატასტროფის ბრიგადისგან…ერთ წამში გაცამტვერებული ჩემი ბედნიერება…ჩამოქცეული ცა…ფეხქვეშ მიწა გამოცლილი….

უთქვენობის რვა საშინელი წელი….მძულს ეს დღე…მძულს ნოემბერი…მძულს ეს სამყარო, რომელმაც თქვენი თავი წამართვა…მძულს ის დაწყევლილი წამი თუ წუთი, ბედნიერების მწვერვალზე ასულები წამიერად რომ დაგვანარცხა ჯოჯოხეთის ფსკერზე….

მძულს საკუთრი თავიც, საღ გონებაზე რომ ვარ და ყელს არ ვიღადრავ…მწარე მონატრებით მენატრებით…ტკივილით მენატრებით…და ამ მონატრებას არანაირი დრო არ კურნავს…დრო მკურნალი არაა, დროს ჯოჯოხეთის მაშხალები უჭირავს და უმოწყალოდ გვშანთავს…

წლების შემდეგ კიდევ ათასჯერ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ დღეებში გვერდით დამიდგა! უცნობებო და ნაცნობებო, მე იმ უბედურების დღეებში არ მახსოვხართ ყველა, მაგრამ ყველაფერი მახსოვს! მახსოვს უამრავი ადამიანი, სისხლის დონაციისთვის კლინიკასთან რომ დამხვდა…მახსოვს უდიდესი სითბო, გამამხნევებელი სიტყვები, ფეხზე მყარად დგომა რომ შეგვაძლებინა…

მახსოვს ის უზარმაზარი თანადგომა, რამაც დღემდე მოგვიყვანა! არასდროს დავიღლები მადლიერების გამოხატვით! სიკეთით გადაგვეხადოს…..

მიყვარხართ, ჩემი, გიოსა და ეკას, ტასუნას, დედიკოსა და მამიკოს ადამიანებო“, – წერს 8 წლის წინ ავტოკატასტროფაში დაღუპული გიორგი ტყეშელაშვილის და, ექიმი ნათია ტყეშელაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....