ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

იანვარში ექსპორტი 22%-ით, იმპორტი 25%-ით შემცირდა

2016 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 528 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 24 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 122 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 22 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 406 მლნ. აშშ დოლარი, რაც 25 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარში 283 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.

იტვირთბა....