ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის ხელისუფლება დაღუპული დემონსტრანტების ცხედრებს ოჯახებს არ უბრუნებს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პრესსპიკერის, რავინა შამდასანის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლული ზოგიერთი დემონსტრანტის ცხედარს ოჯახს არ უბრუნებს.

“ვნახეთ არასათანადო მოპყრობის ბევრი შემთხვევა, დემონსტრანტების ოჯახების შევიწროება. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას დაშავებული დემონსტრანტები საავადმყოფოებიდან საპატიმროებში გადაჰყავს და უარს ეუბნება ოჯახებს მოკლული დემონსტრანტების ცხედრების გადაცემაზე” – ამბობს რავინა შამდასანი.

მისივე თქმით, ხელისუფლება ოჯახებს ცხედრების დაბრუნების სანაცვლოდ სთხოვს, რომ არ გამართონ დაკრძალვის ცერემონია და არ გააკეთონ კომენტარი მედიასთან.

ცნობისთვის, ირანში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლულია სულ მცირე 250 მომიტინგე.

ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და დემონსტრაციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ამინი, რომელიც “მორალის პოლიციამ” ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა, კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა. მას სასტიკად სწორედ ირანელი სამართალდამცველები გაუსწორდნენ.

იტვირთბა....