aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კირბი: თუ რუსეთი უკრაინაში კომერციულ თანამგზავრებს დაარტყამს, აშშ მოსკოვს უპასუხებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში კომერციულ თანამგზავრებს ან ამერიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყამს, შეერთებული შტატები მოსკოვს შესაბამისად უპასუხებს.

მას დაუკონკრეტებია, როგორი იქნება შეერთებული შტატების პასუხი, თუმცა აღნიშნა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, რუსეთი უკრაინაში ანტისატელიტური ტექნოლოგიების გამოყენებას ცდილობს.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინ ვორონცოვმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასავლური კომერციული თანამგზავრები უკრაინასთან ომში ჩაერთვებიან, შესაძლოა ისინი რუსეთის ლეგიტიმური სამიზნეები აღმოჩნდნენ.

იტვირთბა....