ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ოკუპანტების მიერ ხერსონის დატოვების შესახებ ცნობები საინფორმაციო თავდასხმაა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსი სამხედროების მიერ ხერსონის დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობები საინფორმაციო თავდასხმაა. ამის შესახებ მან იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

“მე ვერ ვხედავ, რომ ისინი [რუსები] ხერსონიდან გარბიან. ეს საინფორმაციო თავდასხმაა, ყველაფერს ვერ გაგიმხელთ. ეს თავდასხმაა, რომ ჩვენ იქ მივიდეთ და მოვხსნათ ხალხი სხვა სახიფათო მიმართულებებიდან. ისინი მზად არ არიან ხერსონის დასატოვებლად, თუმცა იციან, რომ ჩვენ თუ მივაღწევთ წარმატებას, მას არ ექნებათ გასვლის საშუალება”, – თქვა ზელენსკიმ.

იტვირთბა....