ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი უბრალოდ იცავს არსებობისა და თავისუფლად განვითარების უფლებას – პუტინი

რუსეთი არ აპირებს გახდეს ახალი ჰეგემონი, არამედ უბრალოდ იცავს თავის არსებობისა და თავისუფალი განვითარების უფლებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “ვალდაის“ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

“რუსეთი არ უპირისპირდება დასავლეთის ელიტებს, რუსეთი უბრალოდ იცავს თავის არსებობისა და თავისუფლად განვითარების უფლებას. ამავდროულად, ჩვენ თვითონ არ ვაპირებთ გავხდეთ რაიმე ახალი ჰეგემონი, რუსეთი არ სთავაზობს უნიპოლარობის ბიპოლარობით შეცვლას”, – განაცხადა მან „ვალდაის“ ფორუმზე გამოსვლისას.

პუტინის თქმით, მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსა და დასავლეთს მოუწევთ საერთო მომავალზე საუბარი.

„მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა ამ საღი აზრის ძალის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსაც და დასავლეთსაც მოუწევთ თანაბარი საუბრის დაწყება ჩვენთვის საერთო მომავალზე. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი, რა თქმა უნდა“, – განაცხადა პუტინმა.

იტვირთბა....