იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თეთრიწყაროსა და ზუგდიდის სასამართლოების თავმჯდომარეები აირჩია – თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე კვლავ ვლადიმერ ხუჭუა გახდა, ხოლო ზუგდიდში აღნიშნულ თანამდებობაზე საბჭომ ერთხმად ნატრული აკობია გააწესა.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად დღევანდელ სხდომაზე მიიღო.