ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილის მთავარი გზავნილი იდენტურია უნგრეთის ხელისუფლების პრორუსული დამოკიდებულების – ხატია დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის, შეფასებით, საქართველოსა და უნგრეთს ერთმანეთის მსგავსი, პრორუსული ხელისუფლება ჰყავს, რომელთა პოზიცია ბევრ საკითხში იდენტურია.

“უნგრეთის ხელისუფლების დამოკიდებულებები, მათ შორის, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის მიმართ იდენტურია ,,ქართული ოცნების”. არ მიკვირს, რომ დღეს ღარიბაშვილის მთავარი გზავნილი იდენტური იყო უნგრეთის მთავრობის პრორუსული დამოკიდებულების.

კანდიდატის სტატუსის ვერმიღება მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებულია ,,ქართული ოცნების” უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან, ანტიდასავლურ კამპანიასთან, ასევე, რეფორმების ჩავარდნასთან” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მოსწონს პრემიერ ურბანის მმართველობის სტილი და მიღებული გადაწყვეტილებები.

იტვირთბა....