ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რეფორმები უნგრეთისგან გადმოვიღეთ – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველომ უნგრეთს მიბაძა. ღარიბაშვილს მოსწონს უნგრეთის პრემიერის მმართველობის სტილი და მიღებული გადაწყვეტილებები, თუმცა არ აკონკრეტებს რომელი რეფორმა გადმოიღო თავად.

“მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს სექტორული თანამშრომლობა, უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონი ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს არის ძალიან წარმატებული ქვეყანა, ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პოტენციალს ვხედავთ არა მხოლოდ ვაჭრობასა და ტურიზმში, არამედ ენერგეტიკაში, როგორც უკვე აღინიშნა“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....