ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შეგვილახა რეპუტაცია… – საავტორო უფლებების მართვის კომპანია შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს პასუხობს

“ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ სასამართლოს საავტორო უფლებების მართვის კომპანიამ მიმართა –  როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, ზურაბ ბეჟაშვილმა განმარტა, რომ კომპანიას აქვს ხელშეკრულება მურმან ლებანიძის მემკვიდრეებთან, რომლის საფუძველზეც ფლობენ ლებანიძის ლექსებზე საავტორო უფლებას.

მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა პროკურატურაში წარადგინეს საჭირო საბუთები და ხელშეკრულება, რის შემდეგაც შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და მოითხოვეს მიუღებელი შემოსავლის ათმაგი ოდენობით კომპენსაცია.

ცნობისთვი, კომპანია მოითხოვს პოლიტიკურ რეკლამაში ლიტერატურული ნაწარმოების უნებართვოდ რეპროდუქცირებისთვის 50 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციას.

იტვირთბა....