“ოცნების” წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებს, რომ მოლდოველი ოლიგარქის, პლახატნიუკისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, შესაძლოა, სანქციები ივანიშვილსაც დაუწესდეს, ეხმაურება და აცხადებს:
“ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და რა, ივანიშვილი რამით არის ღირსი დასანქცირების? რადგან მისი დასანქცირება რომან გოცირიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა, ეს რამეს ნიშნავს? მთავარი არგუმენტი რა უნდა იყოს იცით? – არა სიტყვების ბრახა-ბრუხი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არამედ ფაქტები, სამართლებრივი შეფასებები და არა ის, რომ ასე აწყობთ. თუ კონკრეტიკა, ფაქტი, სამართლებრივი დასაბუთება არ იქნება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის აბუჩად აგდება” , – ამბობს ქადაგიშვილი.