ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოხანაშვილი სამი ოპოზიციური პარტიის შეთავაზებაზე უარს აცხადებს

“ქართული ოცნება” ამბობს, სამი ოპოზიციური პარტიის შეთავაზებაზე ამბობს, რომ “სადებატო არაფერი აქვს”. ისინი ნებისმიერი ხელისუფლების მიერ “კონტროლირებადი” ტელევიზიის ეთერში “დროამ”, “გირჩი მეტი თავისუფლებამ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა” მიიწვიეს.

ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ აცხადებენ, რომ თუ “ოცნებას” ივანიშვილი “გამოუშვებს” დეტალურად აუხსნიან რა პრობლემებია 12 პუნქტის შესრულებაში და რატომ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.

“ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდისტები. დადიან ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციას და კამპანიას ეწევიან. […] რაც შეეხება დებატებს და ასე შემდგომ, ადამიანები ვინც ოკუპანტებისგან იღებენ ფულს, ადამიანები, ვინც პროპაგანდას ეწევიან თავისი ქვეყნის წინააღმდეგ, ამ ადამიანებთან სადებატო არაფერი გვაქვს”, – თქვა ოხანაშვილმა.

იტვირთბა....