სტიქია ბათუმში – რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვად მოსული ნალექის გამო, დაიტბორა ქალაქის ქუჩები, ასევე, საცობები შეიქმნა საავტომობილო გზებზე.
ადგილობრივების თქმით, ყოველი წვიმის დროს გადაადგილება შეუძლებელია. პრობლემებს, ასევე, ქმნის ქუჩები, რომელთა რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. სანიაღვრე არხების გასაწმენდად, სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.