ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისში პატიმარი სათანადო მკურნალობის ჩატარების მოთხოვნით შიმშილობს

ქუთაისში სასჯელაღსრულების ნომერ მეორე საპყრობილესთან 6 პატიმრის ახლობლები შეიკრიბდნენ.

როგორც ახლობლები ამბობენ, უკვე მეორე დღეა ერთ-ერთი მსჯავრდებული, ბესო დოლიძე პატიმრებისთვის სათანადო მკურნალობის ჩატარების მოთხოვნით შიმშილობს.
იმ შემთხვევაში თუ ამ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას კიდევ 5 მსჯავრდებული მიმართავს.

ახლობლების თქმით, შესაფერისი სამედიცინო მომსახურების გარდა ერთ-ერთი პატიმარი, რომელსაც ასთმა აქვს რუსთავში გადაყვანას ითხოვს.

“მსჯავდებული ბესიკ დოლიძე შიმშილობს უკვე ორი დღე, რაც ჩემთვსი გახდა ცნობილი, შიმშილობა გამოწვეულია ძირითადად იქედან, რომ მას არ უტარდება სათანადო მკურნალობა, შესაბამისად ასევე მძიმე მდგომარეობა აქვს გიორგი გაბისიანს, რომელიც დაავადებულია ფილტვებით და მას აქვს ასთმა. შესაბამისი სამედიცინო პუნქტიდან არანაირი ყურადღება იმ კუთხით, რომ ჩაუტარდეს სათანადო მკურნალობა არ ხდება“ – განაცხადა ადვოკატმა მეგი ცინარიძემ.

იტვირთბა....