“ბუმბულიანი ჩიტები თავს ერთად იყრიან?” – ასე ეხმაურება საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტს, სადაც მოსალოდნელია, რომ ის მის კოლეგას ვიქტორ ორბანს შეხვდება.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
ცნობისთვის, ღარიბაშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს ლასლო კოვერს შეხვდა.