ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი ლომჯარიაზე: “ამ ქალს რა გამოასწორებს ისტორიაში, არ ვიცი, თან იყო და თან არ იყო ომბუდსმენი”

“ნინო ლომჯარია არასდროს ყოფილა ჩემი სახალხო დამცველი, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ დარღვეულა ჩემი, როგორც ქალის უფლება, ოჯახური ცხოვრების დაცულობის, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება… მას არასდროს ხმა არ ამოუღია. ლომჯარია რომ ჩემი სახალხო დამცველი არ ყოფილა, ეს არ არის მისი ნაკლი”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარია მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სახალხო დამცველი იყო.

“კი იყო სახალხო დამცველი, მაგრამ სინამდვილეში არ ყოფილა. ის იყო მხოლოდ მერაბიშვილის, სააკაშვილის და კიდევ ორი-სამი ,,ნაციონალის” დამცველი.

როგორც მოსვლით გაგვახარა, ისე წასვლით უნდა გაგვახაროს მალე და ეს ძალიან კარგია.

ამ ქალს რა გამოასწორებს ისტორიაში, არ ვიცი. გამოდის, რომ თან იყო და თან არ იყო, ამდენი წელი გვყავდა და თან არ გვყავდა, ამაზე დიდი უბედურება რა შეიძლება იყოს ომბუდსმენის ისტორიაში. მთავარი არის ის, რომ მასზე უკეთესი უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....