ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართულ ოცნებას“ გარყვნაში ეხმარებიან გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე და მურუსიძე – ქემოკლიძე

“ქართული ოცნება“ გაირყვნა ძალაუფლებაში და ამ გარყვნაში ეხმარებიან ბატონი გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე და მურუსიძე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ გადაცემა “360 გრადუსში“ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

“მე მგონია, სასამართლო ხელისუფლება რომ შეიცვლება და ნამდვილი და ობიექტური სასამართლო იქნება, ეს ორი ადამიანი, ერთი ვაჟბატონიც და მეორეც ობიექტური სასამართლოს წინაშე თავადაც უნდა წარდგნენ. შეუძლებელია ემსახურებოდე პრეზიდენტ სააკაშვილს, გირგვლიანის საქმეში იყო მთავარი სისტემური ჩონჩხი და არქიტექტორი, მაშინ ხელს ითბობდე, შემდეგ ხელისუფლება შეიცვალოს და ისევ კარგ ბიჭად დარჩე, ასეთი რამ შეუძლებელია“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

იტვირთბა....