უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ და ისრაელმა დაზვერვისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობა დაიწყეს – ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განციმ თქვა, რომ “ისრაელი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებაში დაეხმარებოდა, თუმცა იარაღს არ გაუგზავნიდა”.