დიალოგის დასაწყებად რუსეთმა უკრაინის საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს.
ემბალუმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გუშინ ვიზიტით იყო მოსკოვში, სადაც პუტინს შეხვდა და რომელმაც სთხოვა უკრაინის პრეზიდენტისთვის გადაეცა წინადადება დიალოგის დამყარების საჭიროების შესახებ.
გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის თქმით, მან დასკვნა გამოიტანა, რომ პუტინის მზადაა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ემბალოს სიტყვებით, პუტინს დიალოგისთვის “არხების დამყარება” სურს.
“მე ვთქვი, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოებს შორის არხები რომ იყოს, საჭიროა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფოში ინფრასტრუქტურას არ აფეთქებდნენ. აშკარაა, რომ ასეთ შემთხვევაში მომავლში რამეზე საუბარი შესაძლებელი იქნება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.