საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დღეს დაიწყო. პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.