aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რუსთავში ავტომობილი აფეთქდა – არიან დაშავებულები

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა – “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილში მძღოლი ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ავტომობილში დამონტაჟებული გაზის ბალონიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

დაშავებულია ორი ადამიანი. ერთ-ერთი მძღოლია, რომელმაც სახეზე დამწვრობა მიიღო, ხოლო მეორე გამვლელი ქალია. ის სასწრაფომ კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ პაციენტს სერიოზული დაზიანებები არ აქვს და მას გამოკვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

იტვირთბა....