aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართულ ოცნებას” სჭირდება სახალხო დამცველი, რომელსაც აზრი არ გააჩნია არაფერზე და სრულიად სტერილურია – სამნიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართულ ოცნებას“ სჭირდება მოქალაქე, რომელსაც საერთოდ აზრი არ გააჩნია არაფერზე, სტერილურია სრულიად, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება“ არის საკმაოდ აგრესიულად განწყობილი ნებისმიერი კანდიდატის მიმართ, რომელსაც ოდესმე რაიმე სამოქალაქო პოზიცია დაუფიქსირებია.

“ჩანს, რომ “ქართული ოცნება“ არის საკმაოდ აგრესიულად განწყობილი ნებისმიერი კანდიდატის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა რა კვალიფიკაციის იქნება, თუ მან ოდესმე გამოხატა თავისი სამოქალაქო პოზიცია. თუ წლების წინ რაიმე კრიტიკული მაინც გააჟღერა ხელისუფლების ან ოპოზიციის ან ორივეს ერთად მიმართ, ამას უხსენებს „ქართული ოცნება“ თითოეულ კანდიდატს და პროფესიული ნიშნით კი არ უსვამს შეკითხვებს, თავდასხმის პოზიციაშია იმის გამო თუ, როგორ გაბედა ამა თუ იმ კანდიდატმა საკუთარი პოზიციის გამოხატვა.

პრობლემა კი არ არის ადამიანის პოზიციები გაიგო, თუნდაც მისი აქტიურობა შეისწავლო სოციალურ ქსელში, მე პრობლემას ვხედავ იმაში, როდესაც ღიად აცხადებს „ქართული ოცნება“, საშიშ ტენდენციას ნერგავს და ეს პარლამენტში ხდება, რომ მას არ სჭირდება სახალხო დამცველობის კანდიდატი, ვისაც აქვს რაიმეზე მაინც პოზიცია. „ქართულ ოცნებას“ ჭირდება მოქალაქე, რომელსაც საერთოდ აზრი არ გააჩნია არაფერზე, სტერილურია სრულიად. მათ სჭირდებათ კრიტიკული აზროვნების არმქონე ადამიანები, ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სამნიძე არ გამორიცხავს, რომ ქართული ოცნება“ დაინტერესებულია, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩაიშალოს.

“მიუხედავად იმისა, რომ პროცესი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა, არ იყო მთლად მოსაწონი ჩვენი მხრიდან, ჩვენ შევძელით და კონსულტაციებში ჩავერთეთ, ყველა წესი დავიცავით და წარვადგინეთ კანდიდატები, როგორც ამას პროცესი მოითხოვდა ანუ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პროცესი არ ჩაშლილიყო.

ახლა ჩვენ ველოდებით „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას და მსჯელობას, ვის გულშემატკივრობენ ისინი, ტენდენციები უკვე ჩანს, საითკენ გადაიხრება „ქართული ოცნება“, მე უფრო მგონია, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია, ეს პროცესი ჩაიშალოს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

იტვირთბა....