ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში მედია არ იდევნება და გამოხატვის თავისუფლება პრობლემატური არ არის – სახალხო დამცველის კანდიდატი

სახალხო დამცველის კანდიდატი თინათინ ერქვანია მიიჩნევს, რომ საქართველოში მედია არ იდევნება და გამოხატვის თავისუფლებაც პრობლემატური არ არის.

ამის შესახებ ერქვანიამ კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის წევრის, ანრი ოხანაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ანრი ონახაშვილი: გამოხატვის თავისუფლება, მედია პლურალიზმი არის თუ არა დღეს საქართველოში მაქიმალურად, უმაღლეს დონეზე გარანტირებული?

თინათინ ერქვანია: მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში მედია იდევნება.

ანრი ოხანაშვილი: და გამოხატვის თავისუფლება?

თინათინ ერქვანია: იცით რა, მე ვერ ვიტყვი რომ გამოხატვის თავისუფლება პრობლემატურია მედიის თავისუფლების კონტექსტში საქართველოში” , – განაცხადა ერქვანიამ.

ცნობისთვის, მეორე დღეა პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატებს უსმენს.

 

იტვირთბა....