ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტყვეების გაცვლა – უკრაინამ ჯამში 808 სამხედრო დაიბრუნა

დღეს, 26 ოქტომბერს, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების მორიგი გაცვლა მოხდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, ქვეყანაში 10 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა.

“მათ შორის არის ერთი ოფიცერი და 9 რიგითი და სერჟანტი. ასევე, გადამოგვეცა ამერიკელი მოხალისის, აშშ-ს არმიის ვეტერანის, ჯოშუა ალან ჯონსის ცხედარი, რომელიც უკრაინისთვის იბრძოდა და ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა.” განაცხადა ერმაკმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოქტომბრის დასაწყისში ტყვეების 24 გაცვლის პროცესი შედგა, რის შედეგადაც რუსული ტყვეობიდან 808 ადამიანი გათავისუფლდა.

იტვირთბა....