რუსეთში ახალწვეულებს სამხედრო წრთვნებს არ უტარებენ და პირდაპირ ფრონტის ხაზზე გზავნიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერის სერგეი ჩერევატის თქმით, რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ფრონტზე 10-12 დღის წინ მივიდნენ, საბრძოლო ზონაში შენიშნეს.
მათ არ აქვთ სათანადო სამხედრო მომზადება, იბრძვიან მოუხერხებლად და უმოტივაციოდ, რადგან ხედავენ დანაკარგებს და რუსეთის რეგიონებში „ორასედის“ გაგზავნას.
“რუსეთი ყოველთვის იტყუება. მობილიზებულებს მოსამზადებელ პერიოდს დაჰპირდნენ, მაგრამ ისინი მაშინვე ომის ჯოჯოხეთში ჩააგდეს”, – განაცხადა ჩერევატიმ.