რომის პაპი ფრანცისკე მზადაა, ვატიკანში მოლაპარაკებები გამართოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად. ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-ს ძველი მორწმუნეების მსოფლიო კავშირის თავმჯდომარემ, ლეონიდ სევასტიანოვმა პონტიფიკოსთან პირადი საუბრის საფუძველზე განუცხადა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადებას, რომის პაპი და აშშ-ის ხელმძღვანელობა ჩაერთონ მოლაპარაკებებში, რათა მოძებნონ შესაძლო გზები.
“პაპმა დამიდასტურა, რომ ის მზად არის, იყოს შუამავალი. მზად არის ვატიკანი, როგორც მოლაპარაკების პლატფორმა პუტინსა და ზელენსკის შორის. მრგვალი მაგიდის სახით: რომის პაპი, პუტინი და ზელენსკი. პონტიფიკოსი მზადაა, მოდერატორის როლი შეასრულოს და პრეზიდენტებს შეუძლიათ, იმსჯელონ თემებზე, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, არმიების რაიმე სახის გათიშვის შესახებ და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უფრო გლობალურ საკითხებზე“, – განაცხადა სევასტიანოვმა.