ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძის ნფორმაციით, საქართველო რუსეთს დახმარებას უწევს.
მისი თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებში „შავ ხვრელებს“ ეძებს, რათა სრულად იზოლირებულ არ აღმოჩნდეს.
“დიდი ეჭვები არსებობს და ძალიან ბევრი რამ გაირკვევა ომის შემდეგ, როცა უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ ბევრი არასასიამოვნო რამე გველოდება. ინფორმაცია, მაქვს, რომ ძალიან სერიოზული დახმარებები მიდის. რუსეთი ეძებს ყველგან შავ ხვრელებს. ირანული თვითმფრინავები, რომლებსაც დრონები დააქვთ, ჩვენი საჰაერო სივრცით დაფრინავენ. მე მესმის, რატომ არიან ისინი კბილებით ჩაბღაუჭებული ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლების დაკარგვა და ძალიან ბევრი მათგანის ციხეში წასვლა ერთი იქნება, ეს დღე კი ახლოვდება“, – განაცხადა სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.