უკრაინის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერმინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა – როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რიში სუნაკი უკრაინაში მიიწვია.
“მჯერა, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის პარტნიორობა და დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში უკვე ტრადიციული ბრიტანული ლიდერობა მომავალში მხოლოდ გაძლიერდება”, – თქვა მან ახალ ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ოფიციალურად გახდა.